წარმატების მიღწევის 5 ძირითადი პრინციპი
წარმატება ისეთი რამ ნამდვილად არაა,რასაც შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე რჩეულმა ადამიანმა მიაღწიოს.დამერწმუნეთ, ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული თავის მიერ არჩეულ ნებისმიერ სფეროში. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ჩამოყალიბდეთ თქვენს მიზნებში, ნათლად განსაზღვროთ,თუ რა გსურთ და რა გაკლიათ იმისათვის,რომ ის მიიღოთ.
წარმატებას, რომ მიაღწიო საჭიროა გახდე ისეთი პიროვნება ,რომელსაც აქვს ყველა ის თვისება,რაც შენი მიზნის მისაღწევად არის საჭირო . . .
თუ ჯერ არ ხარ ასეთი პიროვნება,ამაზეც ნუ გაიტეხავ მაინცდამაინცგულს , რადგან ყველაფერი პრაქტიკიდან მოდის. პრაქტიკული ქმედებიდან გამომდინარე ვხდებით, თუ რა გვაკლია და რა გვჭირდება.
თუმცა ეს რომ დავინახოთ უბრალოდ საჭიროა თვალი არ დავხუჭოთ იმაზე,რომ ჩვენ ეს გვჭირდება და არ ვთქვათ: ,,მოდი მე ამის გარეშეც გავალ იოლად". არა ! ეს ასე არაა ! ! ! დაიმახსოვრეთ,რომ წარმატებული ადამიანები ასე არ ფიქრობენ . . .
5 პრინციპი,რომლის პრაქტიკაში გატარება ყველა ადამიანს მოუტანს წარმატებას:
1. მიზნები და შეხედულებები
განსაზღვრე,თუ კოკრეტულად რისი მიღწევა გსურს და აქციე იგი მიზნად.
იქონიე პოზიტიური დამოკიდებულება მასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ. იმის მაგივრად რომ თქვა ,, შევეცდები გავაკეთო“ , თქვი ,,მე ამას გავაკეთებ“.
ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარება კონცეტრირება მოახდინო შენს მიზანზე და გამოიმუშავო საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
2. სიყვარული
გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ !
არ მიყვარს პროფესია,რომელიც ავირჩიე? ვერ ვისწავლი მას იმ დონეზე,რომ წარმატებული სპეციალისტი დავდგე ამ დარგში. თუ არ მიყვარს საქმე,რომელსაც ვაკეთებ არ მექნება იმის მოტივაცია,რომ იგი დიდი ხანი ვაკეთო იგი და შესაბამისად დიდ წარმატებასაც ვერ მივაღწევ.
ძალიან მარტივი ლოგიკაა,არა? აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გიყვართ და რისი კეთებაც გსიამოვნებთ ! ! !
3. პასუხიმგებლობა
გინდა მიხვდე რა წარმოადგენ დღეს? გადახედე იმას თუ რას აკეთებდი წარსულში. თუ გინდა გაიგო როგორი იქნება შენი მომავალი შეხედე იმას, თუ რას აკეთებ მისთვის დღეს!
დაიმახსოვრე,რომ ეს მხოლოდ შენი ცხოვრებაა და მარტო შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებებზე.
არავინ დაადანაშაულო შენს წარუმატებლობაში. სხვა შეიძლება დაგეხმაროს და გადაწყვეტილების მიღების გზები გიჩვენოს,მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენი ცხოვრებაა და საბოლოო გადაწყვეტილებას შენ იღებ და შესაბამისად შენვე გეკისრება მასზე პასუხიმგებლობაც . . .
4. დაგეგმვა და მოქმედება
ვთქვათ, უკვე დაისახე მიზნად, რომ წარმატებას მიაღწიო იმ სფეროში სადაც მუშაობა სიამოვნებას განიჭებს და უკვე გააზრებული გაქვს, რომ მხოლოდ შენ ხარ შენს მოქმედებებზე პასუხისმგებელი. თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ უკვე გჭირდება, რომ მიზნის მიღწევის გეგმის შექმნაზე იზრუნო.
შექმენი შენი მიზნის მიღწევის კონკრეტული გეგმა და შემდეგ იმოქმედე. დაიმახსოვრე,რომ შენი გეგმის შესრულებული ყოველი პუნქტი,ყოველი მიზანმიმართული მოქმედება, თუ გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს შენს საბოლოო მიზანთან.
შენი ყოველი მოქმედება უნდა იყოს დისციპლინით,პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით სავსე.
5. ბრძოლისუნარიანობა
არ შეწყვიტო ბრძოლა მანამ,სანამ შენს სურვილს არ აისრულებ ! ! !
,,დამარცხება ეს უბრალოდ შესაძლებლობაა იმისა,რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო,უფრო ჭკვიანურად,მეტი მონდომებით და რაც მთავარია წარსული შეცდომების გათვალისწინებით"
თომას ედისონმა 10 000 ათასამდე წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ გამოიგონა ელექტრო ნათურა . . .
დამარცხება სხვა არაფერია,თუ არა გაკვეთილი მომავალი წარმატებისათვის. და თუ ასეა რატომ არ ვისწავლოთ მისგან?
არასოდეს დაკარგოთ იმედი. თქვენი წარმატება თქვენ გეკუთვნით და აუცილებლად მიიღებთ მას,თუ მისთვის ბრძოლის უნარი გაგაჩნიათ . . .

ჩემთვის ვიყო წარმატებული ნიშნავს მივაღწიო ჩემი პიროვნების იდეალს. სრულად გამოვიყენო ჩემი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობანი. შევქმნა და დავტოვო ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებული და ფასეული.
იცოდე რომ თუნდაც ერთ ცოცხალ არსებას დედამიწაზე გაუადვილდა სუნთქვა,იმიტომ რომ შენ მასზე იცხოვრე. რალფ უალდო ემერსონი
გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების !
შეუძლია ყველას დიდი წარმატების მიღწევა?
რაღაცის მიღწევას ცდილობთ და არ გამოგვდით? გეუბნებიან რომ არ გაქვთ ამის ნიჭი და ტყუილად კარგავთ დროს?
არასოდეს თვქვათ უარი თქვენს ოცნებებზე მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე კეთილისმსურველმა გითხრათ,რომ თქვენი ოცნების ასრულების ძალა არ შეგწევთ, ანდა რამოდენიმეჯერ განცდილი მარცხის შემდეგ თქვენ თვითონ გამოიტანეთ ამგვარი დასკვნა.
ფაქტები,რომლებსაც ახლა მოგიყვებით, ყველა ზემოთ დასმულ კითხვაზე გაგვცემენ პასუხს და დაგვანახებენ, რომ ყველა ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს . . .

მუსიკის მასწავლებელმა უთხრა,რომ მისგან კომპოზიტორი ვერასოდეს გახდებოდა. ( ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი)

დაითხოვეს სამსახურიდან(გაზეთი)იმ მიზეზით,რომ ჰქონდა შემოქმედებითი უნარის დაბალი დონე და არ შეეძლო ორიგინალური იდეები მოეფიქრებინა. (უოლტ დისნეი)

მეექვსე კლასში ჩარჩა.( უინსტონ ჩერჩილი)

4 წლის იყო ლაპარაკი, რომ ისწავლა.მისი მასწავლებლები ამბობდნენ,რომ ის ბევრს ვერაფერს მიაღწევდა ცხოვრებაში. (ალბერტ ეინშტეინი)

პროდიუსერებმა უთხრეს,რომ არ იყო მიმზიდველი და მსახიობობა საერთოდ არ შეეძლო. (მერლინ მონრო)

სკოლის კალათბურთის გუნდიდან გამოუშვეს და სახლში მისული ლოგინზე პირქვე დაემხო და ტიროდა. (მაიკლ ჯორდანი)

ძლიერი სურვილის ძალა
,,როდესაც მთელი გულით გსურს რამე მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში"(ალქიმიკოსი – პაოლო კოელიო)

წარმატება და ბედნიერება, ოცნება თუ განძი ყოველთვის ჩვენშია და ჩვენს ხელშია. უბრალოდ მათი რეალობად ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ მათ დანახვას და დაჯერებას, რამდენად ვაქცევთ მას ისეთ ძლიერ სურვილად და მიზნად,რომ სამყაროს მხოლოდ ისღა დარჩეს, რომ ხელი შეგვიწყოს მის განხორციელებაში...

დამარცხება უბრალოდ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ უფრო ჭკვიანურად დაეწყოთ თავიდან . . .
წარმატება კარგი განსჯის უნარიდან მოდის. კარგი განსჯის უნარს გამოცდილებიდან ვიძენთ. გამოცდილება კი ძირითადად ცუდი განსჯიდან მიღებული შედეგია . . .
რა იმალება დაბრკოლების უკან?
თუ გზაზე დაბრკოლება არაა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ეს გზა ვერსადაც ვერ მიგიყვანთ . . .
ნუ შეუშინდებით მას, რადგან :
ის ჩვენი წარმატებისათვის და ჩვენი პიროვნული ზრდისათვის არის მნიშვნელოვანი.
გვერდს ნუ აუვლით მას, რადგან
,,ყოველი დაბრკოლების უკან შესაძლებლობა იმალება" –აბრაამ ლინკოლნი.